| | |
1. ბიბლიურ-კანონიკური ტექსტი განმარტებებისა და კომეტარების გარეშე.
2. აგიოგრაფიის ჟანრი, წმინდანთა მოსახსენებლად თავდაპირველად აღწერილი, გადაუკეთებელი, მარტივად, „ლიტონად“ (უბრალოდ) დაწერილი ცხოვრება- წამებანი, რომელთაც ავტორის ხელიდან გამოსვლის შემდეგ არავითარი ცვლილება არ განუცდია.
ტერმინი აღებულია ეგზეგეტიკური მწერლობიდან, რომელშიც იგი ნიშნავს ძველი და ახალი აღთქმის ნებისმიერი წიგნის ისეთ ტექსტს, კომენტირების ობიექტი რომ იყო. „კიმენის“ გარშემო მიწერილ კომენტარს „თარგმანება“ ეწოდებოდა. „კეიმენა“ ქრისტიანულ მწერლობაში წარმართული ბერძნული ლიტერატურიდან შემოვიდა. „კიმენი“ უძველეს მარტიროლოგიურ თხზულებათა, ე.წ. მოწამეთა აქტების აღსანიშნავად პირველად ქართულ მწერლობაში ეფრემ მცირემ შემოიტანა: `ძუელი იგი მოწამეთაÁ, რომელსა „კიმენ“ უწოდიან. ესე იგი არს „მდებარე“. ტერმინი „კიმენი“ გაჩნდა ბიზანტიურ საეკლესიო მწერლობაში X ს. ბოლოს წარმოშობილი მეტაფრასულ თხზულებათაგან უძველესი ტექსტების გასამიჯნად. დასავლეთის სამეცნიერო წრეებში კიმენის // კიმენურის ნაცვლად გამოიყენება სიტყვა „მეტაფრასულამდელი“. კიმენური აგიოგრაფიის თარგმნა ჩვენში დასრულდა X ს. წმ. ეფთვიმე მთაწმიდელისა და მის თანამედროვეთა მოღვაწეობით.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |