კა კე კვ კი კლ კო კრ კუ კჳ
კლა კლე კლი

კლემაქსი (VI ს.)

ღირსი იოანე კლემაქი // კიბისაღმწერელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ავტორი თხზულებისა „კიბე“. ღირს იოანეს წარმოშობაზე თითქმის არანაირი ცნობები არ შემონახულა. არსებობს გადმოცემა, რომ 16 წლისა მივიდა სინას მონასტერში და ბერად აღიკვეცა. მისი მოძღვარი და ხელმძღვანელი იყო ამბა მარტირი. მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ განდეგილური ცხოვრება აირჩია და უდაბნოში განმარტოვდა, სადაც ორმოცი წელი გაატარა მდუმარებაში, მარხვაში, ლოცვასა და სინანულში. რაითის მონასტრის იღუმენის (წმ. იოანეს) თხოვნით დაიწერა „კიბე“ – სახელმძღვანელო მონაზვნებისთვის სულიერი სრულყოფილების მიღწევისთვის.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9