აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
ამა ამბ ამე ამი ამო ამპ

ამბა // აბბა

არამეულ-სირიული „მამა“

მამა მონასტრისა; საქართველოში არსებული უდაბნოების მამასახლისების აღმნიშვნელი ტერმინი; გიორგი მერჩულის ცნობით, წმ. გრიგოლ ხანძთელის უფროსი თანამედროვის, ოპიზის უდაბნოს მესამე წინამძღვრის სახელი ამბა გიორგი ყოფილა: „მოვიდეს ამბა გიორგისა, ოპიზის წინამძღურისა“. XI საუკუნიდან ამბა ალავერდის ეპისკოპოსების ზედწოდება იყო (რადგან ისინი მონასტრის წინამღვრებიც იყვნენ). ტრადიცია უნდა მომდინარეობდეს ალავერდის მონასტრის პირველი წინამძღვრის, ერთ-ერთი სირიელი მამის, iოსებისაგან, რომელიც ამბა ალავერდელად იწოდებოდა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9