კა კე კვ კი კლ კო კრ კუ კჳ
კოგ კოდ კოზ კოლ კონ კოჟ კოს

კოზმა და დამიანე (III ს.)

წმიდანი უვეცხლონი, ეკლესიის წმინდანები, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ, სოფლებსა და ქალაქებში ქადაგებდნენ სახარებასა და ქრისტეს სახელით სნეულებს კურნავდნენ, ხოლო გაწეული სამსახურისათვის არანაირ საზღაურს არ იღებდნენ. კილიკიაში წარმართებმა მკურნალები შეიპყრეს და მმართველ ლისიუსთან მიიყვანეს, რომელმაც ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა მოითხოვა მათგან, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. წმიდანები სასტიკად გვემეს და ზღვაში ჩაყარეს, მაგრამ ანგელოზმა ისინი მორევიდან ნაპირზე გამოიყვანა. მაშინ წარმართებმა უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9