კა კე კვ კი კლ კო კრ კუ კჳ
კოგ კოდ კოზ კოლ კონ კოჟ კოს

„კოლაელ ყრმათა მარტვილობა“

„წამებაჲ ყრმათაჲ რიცხვით ცხრათაჲ“ _ ერთი შეხედულებით IX ს. ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი, სხვა ვარაუდით 260-303 წწ. ახლოს შექმნილი. თხზულებაში აღწერილია, როგორ აწამეს მტკვრის სათავესთან ტაოს სოფ. კოლაში ცხრა გაქრისტიანებული ყრმა (7-9 წლისა) – ადარნასე, ბარძიმ, ბაქარ, გუარამ, დაჩი, ვაჩე, რამაზ, ფარსმან, ჯუანშერ – წარმართებმა. ძეგლის მიხედვით, მტკვრის სათავის რაიონში – ხევში, რომელსაც კოლაჲ ერქვა, ერთად ცხოვრობდნენ ქრისტიანებიც და წარმართებიც. მიუხედავად წარმართთა რიცხობრივი და უფლებრივი უპირატესობისა (სოფლის მთავარიც წარმართი იყო), ქრისტიანები შეუზღუდავად ასრულებდნენ ღვთისმსახურებას თავიანთ ეკლესიაში, მაგრამ სასტიკად ჰქონდათ აკრძალული ქადაგება და ქრისტიანობის გავრცელება წარმართთა შორის. „კოლაელ ყრმათა მარტვილობის“ მიხედვით, უმოწყალო მშობლებმა ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებისათვის კოლაელი ყრმები ჯერ სასტიკად აწამეს, ხოლო შემდეგ „განუხეთქნეს თავნი მათნი“ და სხვა წარმართთა ხელშეწყობით ჩაქოლეს. ჩვენამდე მოღწეულია „კოლაელ ყრმათა მარტვილობის“ ერთადერთი ხელნაწერი (X ს.), რომელსაც მიაკვლია ნ. მარმა ათონის მონასტერში 1897 წ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9