გაიუს ფლავიუს ვალერიუს აურელიუს კონსტანტინუსი, მოციქულთასწორი (მართლმადიდებელ ქრისტიანთა და აღმოსავლეთის კათოლიკეთა შორის), რომის იმპერატორი 306 წლიდან. 313 წ. კონსტანტინე I-მა და მისმა მოკავშირემ ავგუსტუს ლიცინიუსმა ქ. მედიოლანუმში გამოსცეს ედიქტი ქრისტიანობის უფლებამოსილ რელიგიად გამოცხადების შესახებ. 325 წლიდან დიდი რომის იმპერიის ერთპიროვნული მბრძანებელი გახდა. 330 წ. დააარსა იმპერიის ახალი დედაქალაქი კონსტანტინოპოლი და იმპერიის იდეოლოგიურ საფუძვლად გამოაცხადა ქრისტიანობა. 325 წ. ქალაქ ნიკეაში მოიწვია ნიკეის პირველი საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო იმდროინდელი მწვალებლური მოძრაობა არიოზელობა და მიიღო ერთიანი რწმენის კანონი (სარწმუნოების სიმბოლო). ქრისტიანობა მიიღო სიკვდილის წინ, სასიკვდილო სარეცელზე მოინათლა. დაკრძალეს რომში, წმინდა მოციქულთა ტაძარში. მის პატივსაცემად ქ. ბიზანტიონმა 330 წ. მიიღო კონსტანტინეპოლის სახელწოდება.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]