კახეთის მეფე, თეიმურაზ I-ის ბიძა, ალექსანდრე I-ის ძე; ბავშვობიდან ირანში, შაჰის კარზე იზრდებოდა, სადაც მაჰმადიანობა მიიღო. მან, შაჰ აბას I-ის დავალებითა და სპარსელების დახმარებით, მოკლა მამა, ალექსამდრე I, ძმა-გიორგი, რამდენიმე კახი დარბაისელი და თავი მეფედ გამოაცხადა. ხალხმა მეფედ არ მიიღო, აუჯანყდნენ და მოკლეს.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]