კა კე კვ კი კლ კო კრ კუ კჳ
კოგ კოდ კოზ კოლ კონ კოჟ კოს

კოსტანტინეპოლი // კოსტანტინუპოლი

რომის (330 – 395 წწ.), ბიზანტიის (395 – 1204 წწ. და 1261 – 1453 წწ.), ლათინთა (1204 – 1261 წწ.) და ოსმალეთის იმპერიის (1453 – 1923 წწ.) დედაქალაქი; დაარსდა რომის იმპერატორ კონსტანტინე I-ის მიერ ბოსფორის სრუტის ევროპულ ნაპირზე, ანტიკური ქალაქის, ბიზანტიონის, ადგილზე, 324 წ. შემოდგომაზე, როგორც რომის იმპერიის ახალი დედაქალაქი (ახალი რომი). 330 წ. ქალაქი აკურთხეს, 1453 წ., ხანგრძლივი ალყის შემდეგ, თურქებმა დაიპყრეს და ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი გახდა. ამის შემდეგ მას „კონსტანტინიესს“ უწოდებდნენ, შემდეგ უწოდეს სტამბოლი.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9