წმ. კონსტანტინე ქართველთა მთავარი, მოწამე, მდიდარი და „წარჩინებული ფრიად“ ერისთავი; 85 წლის იყო, როცა თბილისის ურჩი ამირას დასასჯელად წამოსული ბუღა თურქის მრავალრიცხოვანი ლაშქარი 853 წ. შეესია ქართლს და ქრისტიანთა დევნა გააძლიერა. კოსტანტი კახაჲ და მისი ძე თარხუჯი დაატყვევეს და ბუღა თურქს წარუდგინეს, შემდეგ სამარაში ხალიფა ჯაფართან გააგზავნეს. ვერც იქ შეძლეს მისი გამაჰმადიანება, რის გამოც თავი მოჰკვეთეს.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]