| | |
კვართი:
1. სამღვდელო სტიქარი, მღვდელმსახურის შიდა სამოსი, გრძელი, ფართო სახელოებიანი კაბა, სტიქარის ნაირსახეობა. სტიქარისგან განსხვავებით, კვართი თხელი, ღია ფერის, ძვირფასი ქსოვილისგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული ვიწრო სახელოები აქვს;
2. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი იესო ქრისტეს ზედა სამოსელი, რომელიც მცხეთელმა ებრაელებმა ჩამოიტანეს მცხეთაში ქრისტეს გოლგოთაზე ჯვარცმის შემდეგ.
„კვართი უფლისა“ ითვლება სვეტიცხოვლის საპარტიარქო ტაძრისა და ქართული ეკლესიის ერთ-ერთ გამორჩეულ სიწმინდედ. გადმოცემის მიხედვით, კვართი უფლისა დაფლულია სვეტი- ცხოვლის ქვეშ. ქრისტეს კვართს ნიკოლოზ გულაბერისძემ მიუძღვნა საგანგებო შრომა „საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ, კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისაჲ“ (XII ს.).
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |