1. მონაზვნის თავსაბურავი. მიტროპოლიტები (რუსული ტრადიციით) ატარებენ თეთრი ფერის კუნკულს გამშვენებული ჯვრით, მთავარეპისკოპოსები – შავს, ასევე, გამშვენებული ჯვრით, ხოლო ეპისკოპოსები – ჯვრის გარეშე. პატრიარქის კუნკული შავი ან თეთრი ფერისაა, ზედა ნაწილში ჯვარით. მასზე გამოსახულია სერაბიმები ან ჯვარი;
2. ნათლიის მიერ მოტანილ ქსოვილის ნაჭერი, რომელშიც ნათლობის დროს ახვევენ ემბაზიდან ამოყვანილ ახლადმონათლულს.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]