აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული მხარე. მოიცავდა ტერიტორიებს: მდინარეების არაგვისა (ჟინვალიდან) და მტკვრის ხეობებიდან გარეჯის უდაბნომდე. მისი ცენტრი იყო ქ. რუსთავი. ცნობილია კუხეთის სხვა ცენტრებიც: კაწარეთი, ბოდბე. კუხეთი წყაროებში უკანასკნელად XII ს. მოიხსენიება. XV ს. ბოლოს კი ყოფილი კუხეთის ტერიტორია უკვე კახეთად იწოდება.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]