მამათა დიდი მონასტერი, რომელიც ტაძართა გარკვეულ რაოდენობასა და დიდ საძმოს მოიცავს; აღნიშნავდა ქალაქის ქუჩას ან კვარტალს. მოგვიანებით ლავრა ეწოდებოდა ქუჩებს ალექსანდრიაში, სადაც ეკლესია იდგა. ზოგჯერ უდაბნოებში განმარტოებული მეუდაბნოენი დიდ მონასტრებს აარსებდნენ. ლავრის წინამძღვარი ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. ქრისტიანულ სამყაროში ცნობილია მე- 10 ს. ათონის მთაზე წმ. ათანასეს მიერ დაარსებული დიდი ლავრა, რომელიც ათანასეს ლავრის სახელითაცაა ცნობილი; საქართველოში ცნობილია დავითგარეჯისა და შიომღვიმის ლავრა (VI ს.).
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]