იაკობის ვაჟის, ლევის, შთამომავალნი, ისრაელის თორმეტთაგან ერთ-ერთი ტომი; ლევიტელებს ეკუთვნოდათ უმდაბლესი როლი ღვთისმსახურებაში. ზოგი მათგანი აღთქმის კიდობანსა და ტაძარს ემსახურებოდა, ზოგი მგალობელი იყო, ზოგიც - წიგნის მკითხველი და მოსამართლე. ლევიტელთა ინსტიტუტი ქრისტიანობის დამყარებამდე არსებობდა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]