აფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) დამაარსებელი და პირველი მეფე, ლეონ I-ის ძმისწული; VIII ს. უკანასკნელ მეოთხედში ისარგებლა ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით, დაიხმარა ხაზართა ხაკანი (რომლის ასული მისი დედა იყო), აუჯანყდა იმპერატორს და თავი მეფედ გამოაცხადა. ახალმა სამეფომ, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, „აფხაზთა სამეფოს“ სახელწოდება მიიღო. მოხსენიებულია იოანე საბანისძის „წმ. აბოს მარტვილობაში“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]