ლა ლე ლი ლო ლუ
ლიბ ლიკ ლიტ ლიხ

ლიკინიოსი (307 - 324 წწ.)

იმპერატორი ლიკინიუსი // ვალერიუს ლიცინიანე ლიცინიუსი, რომის იმპერატორი; წარმოშობით გლეხი, რომელიც სამხედრო სამსახურში დაწინაურდა. იმპერატორმა გალერიუსმა თანამმართველად და ავგუსტუსად გამოაცხადა. გალერიუსის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლებისათვის ატეხილ ბრძოლაში (311 – 312 წწ.) იმპერატორ კონსტანტინე I-ის დახმარებით დაამარცხა მეტოქეები და იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილის მმართველი გახდა. კონსტანტინე I იმპერიის დასავლეთ ნაწილს განაგებდა. მასთან შეთანხმებით ლიცინიუსმა 313 წ. გამოსცა მილანის ედიქტი, რომლითაც ქრისტიანობა ნებადართული გახდა. მალე ლიცინიუსსა და კონსტანტინეს შორის გაჩაღდა ბრძოლა ერთპიროვნული ძალაუფლებისათვის. ლიცინიუსი დამარცხდა, ტყვედ ჩავარდა და თესალონიკეში სიკვდილით დასაჯეს.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9