ლა ლე ლი ლო ლუ
ლიბ ლიკ ლიტ ლიხ

ლიტურგია

ბერძნ. „საერთო მსახურება“

უმთავრესი ღვთისმსახურება, რომელიც იესო ქრისტეს მიერ დადგინდა დიდ ხუთშაბათს საიდუმლო სერობაზე და, ტიპიკონით განსაზღვრული იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველ დილით აღესრულება. ლიტურგიაზე სრულდება საიდუმლო ევქარისტიისა, რომლის დროსაც სულიწმიდის მოქმედებით პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაიქმნება და, რომლითაც მორწმუნენი ეზიარებიან. ლიტურგია სამი ნაწილისაგან შედგება: პროსკომიდია, კათაკმეველთა ლიტურგია და მართალთა ლიტურგია. წლის განმავლობაში, ჩვეულებრივ, სრულდება ლიტურგია წმ. იოანე ოქროპირისა, ხოლო დიდმარხვის კვირა დღეებში, დიდ ხუთშაბათსა და დიდ შაბათს – ლიტურგია ბასილი დიდისა, რომელიც შედარებით ვრცელი სამღვდელო ლოცვებით გამოირჩევა. დიდ მარხვაში ოთხშაბათობითა და პარასკეობით კი არევლინება ლიტურგია პირველშეწირული ძღვენისა. ადრეულ პერიოდში სრულდებოდა წმ. იაკობის ლიტურგია.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9