ლა ლე ლი ლო ლუ
ლუა ლუკ

ლუარსაბი (1592 – 1622 წწ.)

წმ. ლუარსაბ II, ქართლის მეფე 1606 – 1615 წწ; მისი გამეფების წინა ხანებში შაჰ-აბას I-მა თბილისი დაიკავა და ციხეში ყიზილბაშთა გარნიზონი ჩააყენა, თუმცა ქალაქი ქართველთა ხელთ იყო. 1610 წ. ლუარსაბ II ირანში ეახლა შაჰს, რომელმაც ამ ვიზიტის შედეგად მას დაუბრუნა თბილისის ციხე. ლუარსაბ II-ის დროს შეიკრა კახეთისა და ქართლის კავშირი, რომლის მიზანი იყო ერთობლივი ბრძოლა ირანის აგრესიის წინააღმდეგ. 1614 წ. დასაწყისში, შაჰის ლაშქრობისას, ლუარსაბი იძულებული გახდა, იმერეთში გახიზნულიყო. თბილისი კვლავ ირანელებმა დაიკავეს. 1614 წ. ოქტომბერში ლუარსაბ II ხელთ იგდო შაჰ-აბას I-მა, ირანში წაიყვანა და, გამაჰმადიანებაზე უარის თქმის გამო, შირაზის ციხეში საბლით დაახრჩვეს.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9