ლა ლე ლი ლო ლუ
ლუა ლუკ

„ლუარსაბ მეფის წამება“

„წამებაჲ მეფისა ჩუენისა ლუარსაბისი“ // „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მეფისა ჩუენისა ლუარსაბისი“ - წმ. მოწამე ლუარსაბის ღვაწლი XVIII ს. აღწერეს ბესარიონ კათოლიკოსმა (ორბელიშვილ- ბარათაშვილი) „ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი, რომელი იწამა შაჰ-აბაზ უსჯულოჲსა მიერ სპარსთა მეფისა“ და ანტონ I კათალიკოსმა „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დიდისა მოწამისა ლუარსაბ მეორისა, მეფისა საქართველოჲსა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან-ბაგრატოვანისა“. ორივე თხზულება მოგვითხრობს 1614 წ. სპარსელების მიერ ქართლ-კახეთის აოხრებისა და ქართლის მეფე ლუარსაბის დატყვევება-წამების შეასახებ. გარდა ამისა, არსებობს წმ. ლუარსაბ მეფის მარტვილობის სვინაქსარული საკითხავიც.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9