ლა ლე ლი ლო ლუ
ლუა ლუკ

ლუკა იერუსალიმელი (XIII ს.)

ლუკა მუხაისძე, იერუსალიმის ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვარი 1270 – 73 წწ. ოცი წლისა წავიდა იერუსალიმში წმინდა ადგილთა მოსალოცავად და მონაზვნად აღკვეცილი დედის სანახავად. მალე ბერად აღიკვეცა და დიაკვნად ეკურთხა. შეისწავლა არაბული ენა. როდესაც ყველასათვის ცხადი გახდა მისი „ორკერძოჲვე სიბრძნე“ და სიწმინდე, აირჩიეს მონასტრის წინამძღვრად. მოვალეობას სამი წლის განმავლობაში ასრულებდა. ამ დროს გამოჩნდა ერთი უკეთური სპარსი, შეხ-ხიდარი, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა სულთან ფუნდუხტზე. მან სულთნისაგან გამოითხოვა ჯვრის მონასტერი, ბერები კი მონასტრიდან გააძევა. ლუკა, როგორც წინამძღვარი, სულთანთან წავიდა საჩივლელად, თუმცა იცოდა, რომ შეხ- ხიდარს მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული. მართლაც, მას მოსთხოვეს ქრისტიანობის დათმობა. ლუკამ უარი თქვა, რის გამოც შეხ-ხიდარმა თავი მოჰკვეთა და გვამი ცეცხლში დაწვა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9