იგივე მოსე ამირა მუმნი // ხალიფა ალ-მანსური // აბუ ჯაფარ აბდალ-ლაჰ იბნ-მუჰამად ალ-მანსური, აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქის, ბაღდადის, დამაარსებელი. გაატარა ადმინისტრაციულ-ფინანსური რეფორმები, ხელს უწყობდა ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მოხსენიებულია იოანე საბანისძის „წმ. აბოს წამებაში“: ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისმთავარი ნერსე. ის დაიბარეს ბაღდადში: „რამეთუ იყო ჟამი, ოდეს ერისმთავარი იგი ქართლისაჲ, სახელით ნერსე, ძჱ ადარნესე კურაპალატისა და ერისმთავარისაჲ, მოწოდებულ იქმნა ქუეყანად ბაბილოვნისა მფლობელისა მისგან მის ჟამისა სარკინოზთაჲსა ამირა მუმნისა აბდილაჲსგან, რომელი იყო ქალაქსა მას დიდსა ბაღდადს, რომელიცა იგი მან აღაშჱნა“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]