ლა ლე ლი ლო ლუ
ლუა ლუკ

„ლუკას მარტვილობა“

წმ. ლუკა იერუსალიმელის წამება მხოლოდ XIII-XIV სს. სვინაქსარული რედაქციითაა ცნობილი „[წამებაჲ] წმიდისა მამისა ჩუენისა ლუკაჲსი“ და აღწერს 1273 წ. ქართველებისათვის არაბთაგან ჯვრის მონასტრის წართმევასა და მისი წინამძღვრის, ლუკას, თავისკვეთით სიკვდილით დასჯის ფაქტს. XIV ს. ხელით ნაწერი თხზულების ერთადერთი ნუსხა ჩართულია გიორგი მთაწმიდელის „დიდი სვინაქსარის“ XI ს. იერუსალიმის ნუსხაში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9