ლათ. „კეთილგანწყობა“, „მოწყალება“ სიკეთე, მოწყალება; მადლი უფლისა ადამიანებს სულიწმიდის მეშვეობით ეძლევათ (რომ. 5, 5). ის, ვინც ნაზიარებია სულიწმიდას, ნაზიარებია მადლსაც. წმ. იოანე ღვთისმეტყველის მიხედვით, კაცობრიობას „შჯული მოსესაგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება ქრისტე იესუჲს მიერ იყო“ (ინ. 1, 17). მადლი ეძლევა ყველა ადამიანს ამქვეყნიური ცოდვებისაგან განსაწმენდად. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, მადლი სიკეთე, ქველობა, მოწყალებაა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]