მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მად მაზ მაკ მალ მამ მან მარ მატ მაქ მაყ მაც მახ მაჰ

მაკარი მესხი // ხუცესი (XIII ს.)

შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული აზროვნების წარმომადგენელი, მთარგმნელი; მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება, მან სირიული ენიდან გადმოიღო „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა პეტრე ქართველისაჲ, რომელი იყო ძე ქართველთა მეფისაჲ“. თავად ტექსტი გვაუწყებს, რომ პეტრე ქართველის // იბერის ცხოვრება ასურულ ენაზე აღუწერია მის მოწაფე ზაქარიას, რომლის თარგმანიც განახორციელა ვინმე „მაკარ ხუცესმან მესხმან“. ძეგლის უძველეს ხელნაწერს (XV ს. გადაწერილია პეტრიწონის მონასტერში) ერთვის სამი ანდერძი ავტორის, მთარგმნელისა და რესტავრატორ პავლე დეკანოზისა. ტექსტი ორი რედაქციითაა მოღწეული.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9