მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მად მაზ მაკ მალ მამ მან მარ მატ მაქ მაყ მაც მახ მაჰ

მაკარი უძლური (IX ს.)

მაკარი ლეთეთელი // გიორგი გრძელის ძე, საეკლესიო მოღვაწე, წარმოშობით ქართლიდან სოფ. ლეთეთიდან, უნდა ყოფილიყო, მოღვაწეობდა იერუსალიმში, წმ. საბას ლავრაში. „უძლურის“ სახელითაა მოხსენიებული გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. თანაავტორია (არსენთან ერთად) საბაწმინდიდან გრიგოლისათვის გამოგზავნილი წერილისა. მაკარი ლეთეთელი პირველი ქართული თარიღიანი ხელნაწერის „სინური მრავალთავის“ (864 წ.) შექმნის ინიციატორი და, ალბათ, მისი ერთ-ერთი გადამწერია. პავლე ინგოროყვას ცნობით, მას ბერძნულიდან უთარგმნია კოზმან იერუსალიმელის საგალობელნი (შეტანილია მიქელ მოდრეკილის კრებულის მეორე ნაწილში, რომელიც მოსე ტაოელის მიერ არის შესრულებული).

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9