მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მად მაზ მაკ მალ მამ მან მარ მატ მაქ მაყ მაც მახ მაჰ

მანგლისი

დაბა ქვემო ქართლში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდ. ალგეთის მარცხენა ნაპირზე; ადრინდელ ანტიკურ ხანაში მანგლისის ადგილზე მნიშვნელოვანი დასახლება იყო. შემდგომ ხანებში მის დაწინაურებას აქ გამავალმა გზამ შეუწყო ხელი, რომელიც შიდა ქართლს სამხრეთ საქართველოსთან, სომხეთსა და ბიზანტიასთან აკავშირებდა. პირველი ეკლესია აქ IV ს. ააგეს. ლეონტი მროველის ცნობით, IV ს. პირველ ნახევარში მანგლისი თბილისთან, უჯარმასთან, ბოლნისსა და რუსთავთან ერთად ქართლის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად ითვლებოდა. V საუკუნიდან იქცა საეპისკოპოსო ცენტრად.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9