მარიამ მაგდალელი, წმ. მოციქულთასწორი, მენელსაცხებლე უფლისა, რომელიც, სახარებისეული ტექსტის თანახმად, გახდა ქრისტეს მიმდევარი. ის, ასევე, მომსწრე იყო ქრისტეს ჯვარცმისა და პირველთაგანი, რომელსაც გამოეცხადა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მარიამ მაგდალელი საქადაგებლად რომში ჩასულა. მის სახელს უკავშირდება ჩვეულება აღდგომის დღეებში წითელი კვერცხის ჩუქებისა, კერძოდ: იტალიაში კეისარ ტიბერიუს პირველისთვის ძღვნად წითელი კვერცხი მიურთმევია და სიტყვებით „ქრისტე აღდგა!“ უხარებია მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]