მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მად მაზ მაკ მალ მამ მან მარ მატ მაქ მაყ მაც მახ მაჰ

„მარტირიკა“

ანტონ I კათალიკოსის ორიგინალური მარტიროლოგიური ხასიათის თხზულებათა კრებული „წიგნი მარტირიკა – შესხმა და ისტორია ქრისტესთჳს ვნებულთა მოწამეთა ქართუელთა და სხუათა“, დათარიღებულია 1769 წლით; ქართული ეკლესიის წმინდანთადმი მიძღვნილი „საკითხავები“. კრებულში თავმოყრილ თხზულებათა ნაწილი საქართველოს ეკლესიის წმინდანებისადმი მიძღვნილი ძველი თხზულებების ანტონისეული რედაქციაა, ხოლო ნაწილი თავად ანტონს ეკუთვნის. „მარტირიკაში“ სულ 20 მოწამეა, აქედან: 17 ქართველი მოწამე (წმ. ქეთევანი, ლუარსაბ II, არჩილ II, შუშანიკი, აბიბოს ნეკრესელი, ნეოფიტე ურბნელი, რაჟდენი, დავით და კონსტანტინე, ბიძინა ერისთავი, მოწამე გარეჯელნი, ევსტათი მცხეთელი, აბო თბილელი, ათთა ბევრთა მოწამეთა, კონსტანტინე მთავარი, მიხაილ-გობრონი, შალუა ახალციხელი, ქვაბთახევში ვნებულნი), 2 – სომეხი (წმ. სუქიოსისა და მის თანა ვნებულთა, წმ. ისაკ და იოსები), ხოლო რაც შეეხება წმ. გრიგოლ განმანათლებელს, ის ცალკე დგას, რადგან მისი ხსენება შესულია სომხურ, ქართულ, ბერძნულ და სლავურ კალენდრებში.

„მარტირიკა“ ქართული აგიოგრაფიული კრებულების ისტორიაში მესამე რედაქცია (დომენტი კათოლიკოსისა და ბესარიონ ორბელიშვილის აგიოგრაფიული კრებულების შემდეგ) და საეკლესიო მწერლობის ამ დარგის უკანასკნელი ეტაპია. ქართული აგიოგრაფიული მწერლობის ისტორია, ფაქტობრივად, „მარტირიკით“ მთავრდება.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9