მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მად მაზ მაკ მალ მამ მან მარ მატ მაქ მაყ მაც მახ მაჰ

მარხვა

შენახვა, დამარხვა, აკრძალვა; ღმერთმა პირველი მარხვა სამოთხეში ადამს დაუდგინა, რაც კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამის აკრძალვას გულისხმობდა. პირველი ცოდვაც მარხვის დარღვევა იყო – აკრძალული ხილის ჭამა. მარხვის მაგალითი ქრისტიანებმა აიღეს იესოს ორმოცდღიანი მარხულობიდან. არსებობს სულიერი და ხორციელი მარხვა. სულიერი მარხვა თავშეკავება ბოროტებისა და საცდურისაგან, სიკეთის კეთება, ლოცვა და სინანულია. ხორციელი მარხვა სულიერ მარხვას ემსახურება და გულისხმობს გარკვეული დროით ხორცის, რძის პროდუქტების, კვერცხისა და თევზის მიღებისაგან თავშეკავებას.

მართლმადიდებელ ეკლესიაში სულ ოთხი მრავალდღიანი მარხვაა:

დიდმარხვა – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ (მოძრავია და გრძელდება 7 კვირა);

პეტრეპავლობის მარხვა – წმ. პეტრესა და წმ. პავლეს დღესასწაულის წინ (1 – 5 კვირა);

მარიამობის მარხვა – ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების წინ, 14-27 აგვისტო, (2 კვირა);

შობის მარხვა – ქრისტეს შობის წინ, 28-ნოემბერი-6 იანვარი (6 კვირა).

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9