მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მად მაზ მაკ მალ მამ მან მარ მატ მაქ მაყ მაც მახ მაჰ

მაჰმედი (VII ს.)

მუჰამედი // მოჰამედი // მოჰმედი, ისლამის დამაარსებელი, რელიგიური მქადაგებელი და პოლიტიკური მოღვაწე. მუსლიმანური ტრადიციისა და ყურანის მიხედვით, ალაჰის უკანასკნელი მოციქული, წინასწარმეტყველი. მაჰმადის შესახებ თანამედროვეთა ცნობები არ შემონახულა. პირველი ბიოგრაფია მხოლოდ VIII ს. დაწერა იბნ-ისჰაკმა. მაჰმადი წარმოშობით იყო წარჩინებული, მაგრამ გაღარიბებული ბანუჰაშიმის გვარიდან, კურაიშთა ტომიდან. 40 წლის მდიდარი მექელი ვაჭრის ქვრივ ხადიჯეზე დაქორწინებამ 25 წლის მაჰმადს საშუალება მისცა, მთელი დრო დაეთმო თავისი რელიგიურ-ეთიკური პრობლემებისათვის. გადმოცემის მიხედვით, რამადანის თვეში ჰირის მთაზე (მექის ახლოს) მთავარანგელოზმა ჯიბრაილმა (გაბრიელმა) მაჰმადს უკარნახა წმინდა წიგნი „ყურანი“ და დაავალა ხალხისათვის მისი გაცნობა. თავისი მოღვაწეობის პირველ ხანებში იგი დიდ წინააღმდეგობებს წააწყდა და იძულებული გახდა, მომხრეებითურთ 622 წ. გადასულიყო იასრიბში (მედინაში). ამ გადასახლებას შემდგომ ,,ჰიჯრა” ეწოდა და ეს თარიღი მუსლიმური წელთაღრიცხვის დასაწყისად იქცა. 630 – 631 წწ. მუსლიმანებმა მაჰმადის მეთაურობით დაიმორჩილეს მექა, შემდეგ კი არაბეთის სხვა რაიონებზეც გაავრცელეს ძალაუფლება. მაჰმადი გახდა მისივე შექმნილი პირველი ისლამური თეოკრატიული სახელმწიფოს მეთაური. დასაფლავებულია მედინაში. მისი აკლდამა არის მუსლიმთა მეორე წმინდა ადგილი ქააბის შემდეგ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9