მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მეა მედ მემ მენ მერ მეს მეტ მეუ მეძ

„მეათერთმეტჱ მოქმედი ვენაჴისაჲ“

(მეთერთმეტე მუშაკი ვენახისა, მეთერთმეტე ჟამის მუშაკი) _ ასე უწოდებს წმ. შუშანიკი თავის თავს. მისი ეს სიტყვები გამოძახილია მათეს სახარების იგავისა (ვენახის პატრონმა მუშაკები დაიქირავა განთიადზე და თითო დრაჰკანი (ფულის ერთეული) აღუთქვა, დღის სხვადსხვა მონაკვეთში მან კვლავ დაიქირავა მუშაკები და მათაც იმავე ანაზღაურებას დაპირდა. სულ ბოლოს კი, ღამის 11 საათზე, დაიქირავა ვენახის მუშაკი. შუაღამისას, როცა ყველას გაუსწორდა პატრონი, მეთერთმეტე ჟამის მუშაკსაც იმდენივე გადაუხადა, რამდენიც – განთიადზე მისულთ. იგავის მორალი არის ის, რომ არასოდეს არის გვიან ღვთის სამსახურში ჩადგომა. ღვთის სამართალი თანაბრად მიეზღვება ჭეშმარიტების მსახურთ). აგიოგრაფიის გმირები ხშირად „მეთერთმეტე ჟამის მუშაკებად“ მოიხსენიებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვთიური მადლი მათაც პირველმოწამეების მსგავსად მიენიჭებათ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9