მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მეა მედ მემ მენ მერ მეს მეტ მეუ მეძ

მერეს დედათა მონასტერი (V ს.)

მონასტერი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში, მდ. კარჩხალისწყლის ხეობაში, ფორთა-ხანძთის მიდამოებში; გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, აშოტ კურაპალატსა და ნეტარ გრიგოლს აღუდგენიათ ვახტანგ გორგასლის აშენებული და მურვან ყრუს დროს დანგრეული მერეს დედათა მონასტერი, რომლის წინამძღვარიც იყო დედა ფებრონია. მერეს დასახლდა და აქვე აღესრულა წმ. გრიგოლის დედაც.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9