მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მთა

მთავარანგელოსი // მთავარანგელოზი

ზეციური უსხეულო არსება; სიტყვა წარმომავლობით ახალი აღთქმისაა. წმ. დიონისე არეოპაგელის მიხედვით, მთავარანგელოზები არიან: მიქაელი – მძლეველი მტრული ძალებისა; გაბრიელი – სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღვთის საიდუმლოსი; რაფაელი – ავადმყოფების მკურნალი და გზაზე დამყენებელი; ურიელი – აღმძვრელი ლოცვების სურვილისა და განმანათლებელი უცოდინართა; იეგუდიელი – გაჭირვებულთა დამხმარე; ბარაქიელი (ვარახიელი) – მომცემი ღვთის სიკეთისა, მფარველი სულიერი და ხორციელი სიწმინდისა; სალათიელი – მკურნალი ამაკანკალებელი ავადმყოფობისა (მალარია, ეპილეფსია) და ღმერთთან მლოცველი ხალხისათვის; იერომიელი – ღვთის სიყვარულის გამღვიძებელი; ტახნილი – დამხმარე და დამცველი უბედურებისა და თავდასხმისაგან.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9