საბერძნეთის დედოფლის, თეოდორას, ვაჟი. ბიზანტიის იმპერატორი 842 – 867 წწ. მამამისმა თითქმის დაბადებისთანავე გამოაცხადა თანამმართველად, ხოლო დაბადებიდან 2 წლის ასაკში გახდა ერთპიროვნული იმპერატორი. მისი მცირე ასაკის გამო ქვეყნის მმართველობა დედამისის, დედოფალ თეოდორას, ხელში იყო.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]