მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მიდ მიმ მინ მირ მის მიქ მიძ მიხ მიჰ

მიქელ პარეხელი

საეკლესიო მოღვაწე, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, პარეხის მონასტრის აღმშენებელი და პირველი წინამძღვარი; ცნობები მის შესახებ შემონახულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასა“ და ბასილი ზარზმელის „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“. ბასილი ზარზმელი მიქაელად, ხოლო გიორგი მერჩულე მიქელად იხსენიებს. სამეცნიერო ლიტერატურაში ამ თხზულებათა მიქელის // მიქაელის შესახებ ორი თვალსაზრისია გამოთქმული: მეცნიერთა ნაწილის აზრით, ორივე თხზულების მიქელი ერთი და იგივე პიროვნებაა და IX ს. ცხოვრობდა (ე. თაყაიშვილი, ი. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ლ. მენაბდე, ქ. გაფრინდაშვილი, ნ. სულავა); ზოგიერთი შეხედულებით, ისინი სხვადასხვა ეპოქის მოღვაწეები არიან (მ. ჯანაშვილი, პ. ინგოროყვა, ა. ბოგვერაძე) და მიქაელი, როგორც წმ. შიო მღვიმელის მოწაფე, VI – VII სს. მოღვაწეა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9