შუა საუკუნეების ქართული მონასტერი და კულტურის ცენტრი ისტორიულ კლარჯეთში; დაარსებულია 206 აშოტ I კურაპალატის დროს, IX ს. დასაწყისში, დავით დიდი მიძნაძორელის მიერ, რომელიც პირველი წინამძღვარიც იყო. გარდა დავითისა, მიძნაძორელ მოღვაწეთაგან ცნობილი არიან: იაკობ დიდი (X ს.), სინის მთის (პალესტინა) ქართული სავანის დეკანოზი კვირიკე (X ს.), წინამძღვარი ზოსიმე მიძნაძორელი- ხანთუბისძე (XVI ს.), წინამძღვარი იოსებ ხანთუბისძე (XVI ს.). ამჟამად მიძნაძორის ტაძარი მდებარეობს თურქეთში, ართვინის ვილაიეთში (ოლქში), ისტორიულ მხარე კლარჯეთში, მდინარე კარჩხალას ხეობაში.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]