ბერძნ. „განდეგილის სენაკი“ სავანე, მონაზონთა საკრებულო, ბუდიზმსა და ქრისტიანობაში ერთი და იმავე წესდებით მცხოვრები რელიგიური თემი; უძველესი მონასტერი წარმოიქმნა ინდოეთში ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანაში. პირველი ქრისტიანული მონასტერი კი ჩამოყალიბდა IV ს. ტაბენისში (ეგვიპტე). არსებობს დედათა და მამთა მონასტრები. ორგანიზაციულად კათოლიკურ მონასტერს სათავეში ედგა აბატი, მართლმადიდებლურს – იღუმენი. არსებობს ერთადცხოვრებულთა (კინობიური // კინოვიური), ანაქორეტული (განდეგილთა, სკიტის), მღვიძარეთა, ისიხასტთა (მდუმარებაში მყოფთა) მონასტრები და სხვ. დიდ სამონასტრო ცენტრს კი ეწოდებოდა ლავრა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]