მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მოგ მოვ მოლ მონ მორ მოს მოღ მოც მოძ მოწ

მონოფიზიტობა

ევტიხიელობა, მწვალებლობა ქრისტიანობაში, რომლის მიხედვითაც იესო ქრისტეს ჰქონდა მხოლოდ ერთი, ღვთაებრივი ბუნება და ის ამით განსხვავდება დიოფიზიტების მიერ აღიარებული ქრისტეს ორბუნებიანობისაგან. მონოფიზიტობა ჩაისახა 433 წ. ბიზანტიის იმპერიაში. მისი მამამთავარი იყო კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტი ევტიქი. მათი სწავლების მიხედვით, თავიდან ცალ-ცალკე არსებობდა ქრისტეს ორი ბუნება: ღვთისა და კაცისა, მაგრამ განკაცების შემდეგ ეს ორი ბუნება შეერთდა და მხოლოდ ღვთაებრივი დარჩა. ზოგიერთი მონოფიზიტი მიიჩნევს, რომ ქრისტეში ორი ბუნების გაერთიანებამ წარმოშვა ახალი, განსაკუთრებული ბუნება. მონოფიზიტები უარყოფდნენ ორი ბუნების თანაარსებობას და ამტკიცებდნენ, რომ ქრისტეში ღვთაებრივმა ბუნებამ შთანთქა ადამიანური და ჯვარს ეცვა არა ღმერთკაცი, როგორც დიოფიზიტები ამტკიცებენ, არამედ – ღმერთი. 451 წ. ქალკედონის საეკლესიო კრებაზე დაგმეს მონოფიზიტობა და მიიღეს განსაკუთრებული დოგმატი – „ქრისტეს ორბუნებოვანობისა და ერთსახეობის შესახებ“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9