მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მოგ მოვ მოლ მონ მორ მოს მოღ მოც მოძ მოწ

მოსე

არაბ. „მოშე“
ძვ. ებრ. „მუსა“

ბიბლიური პერსონაჟი, ძველ ებრაელთა რჯულმდებელი და წინასწარმეტყველი, იუდაიზმის ჩამოყალიბების ფუძემდებელი, სამხედრო და პოლიტიკური მეთაური, ისრაელის ტომების გამაერთიანებელი, ებრაელთა მხსნელი ეგვიპტის უღლისგან. მან მიიღო საღვთო შთაგონება, რომ უნდა ეხსნა ისრაელი ერის ეგვიპტის ფარაონის ტყვეობიდან და აღთქმულ ქვეყანაში, ქანაანში, დაესახლებინა. მოსემ ორ ფიცარზე დაწერილი „ათი მცნების“ სახით ღვთის რჯული გადასცა ებრაელებს. ავტორია თორასი, ანუ ხუთი სჯულდებითი წიგნისა: „შესაქმე“, „გამოსლვათა“, „ლევიტელთა“, „რიცხვთა“, „მეორე სჯული“. მოსეს წინასწარმეტყველად აღიარებენ არა მარტო ქრისტიანები, არამედ - იუდეველები და მუსლიმები.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9