1. შუამავალი, შუაკაცი;
2. სახარების მიხედვით, იესო ქრისტეს რჩეული 12 მოწაფე, რომლებიც გამოარჩია თავად იესო ქრისტემ წმინდა ეკლესიის დასაარსებლად: სიმონ-პეტრე, ანდრია პირველწოდებული, იაკობ ზებედესი, იოანე ღვთისმეტყველი, მათე, ფილიპე, ნათანიელ-ბართლომე, თომა, იაკობ ალფესი, იუდა იაკობისა (თადეოსი), სვიმონ კანანელი, იუდა ისკარიოტელი. როდესაც იუდამ იესო გასცა და მერე თავი ჩამოიხრჩო, თერთმეტმა მოციქულმა მის ნაცვლად კენჭისყრით ქრისტეს სამოცდაათ მოწაფეთაგან ერთი – მატათა აირჩია. საგანგებოდ იყო გამორჩეული პავლე წარმართთა მოციქულად. მოციქულები მოღვაწეობდნენ იერუსალიმში და მის ფარგლებს გარეთ. საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს. სვიმონ კანანელი აქვე ეწამა. იგი ახალი ათონის მთაზე დაუკრძალავთ. გადატანითი მნიშვნელობით მოციქული ეწოდება რომელიმე იდეის, მოძღვრების თავგადადებულ მიმდევარს.