მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მოგ მოვ მოლ მონ მორ მოს მოღ მოც მოძ მოწ

მოწამეჲ

ბერძნ. „მოწმე“

მოწამე // მარტვილი.

1. პიროვნება, რომელსაც საკუთარი სარწმუნოებისათვის აწამებენ, დევნიან, ტანჯვენ. მოწამეობის ადგილს „მოწამეთაჲ“ ეწოდებოდა. ასეთ ადგილებში აშენებდდნენ ეკლესიებს (სამარტვილოჲ);

2. „მოწმე“. ის, ვინც სიცოცხლეს სწირავს ჭეშმარიტებისათვის, აღდგომის რწმენას მოწმობს, ამიტომაც ეკლესია მათ „წმიდანებს“ უწოდებს. „მოწამე“ მოციქულთა ხანაში ნიშნავდა „მოწმეს“, ვინც იხილა ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრება და ისწავლა მისგან. პეტრე მოციქული თავის პირველ ეპისტოლეში საკუთარ თავს მოიხსენიებს „ქრისტეს ვნებათა“ მოწმედ. წმ, სტეფანე იყო ის მოწმე, რომელმაც, პირველმა ქრისტიანობის ისტორიაში, თავისი მოწმობა სისხლით დაბეჭდა. მოგვიანებით უკვე მოწამე, ანუ მოწმე ქრისტესი, არის ის, ვისაც შესაძლოა არ უნახავს მხსნელი სოფლისა იესო მაცხოვარი, მაგრამ მტკიცედ სწამს მისი ღმერთკაცობა და მზადაა მოკვდეს, ვიდრე უარყოს იგი.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9