მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მრა მრე მრო მრწ

„მრავალთავი“

ძველი ქართული ჰომილეტიკური კრებული, რომელშიც თავმოყრილია საუფლო, საღვთისმშობლო და წლის დიდი საეკლესიო დღესასწაულებისათვის განკუთვნილი საკითხავები. მრავალთავის ბერძნული მოდელია „პანეგირიკონი“, რომელიც თითქმის ყოველთვის შეიცავს ქრისტესა და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ჰომილიებს. მოგვიანებით ქართული მრავალთავი გამდიდრდა აგიოგრაფიული მასალითაც. ჩვენამდე მოღწეულია მრავალთავის ათი ხელნაწერი, მათ შორის აღსანიშნავია: უძველესი მრავალთავის ფრაგმენტები (გამოსცა ა. შანიძემ, 1927 წ.), „სინური მრავალთავი“ (გამოსცა ა. შანიძემ, 1959 წ.), „უდაბნოს მრავალთავი“ (გამოსცეს: ა. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ, 1994 წ.) და სხვ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9