აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
ანა ანგ ანდ ანთ ანი ანნ ანტ ანჩ ანჭ

ანდრეა მოციქული (I ს.)

ანდრია პირველწოდებული, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, წმ. პეტრეს ძმა. XI საუკუნიდან წმ. ანდრია მოციქული ჩვენში ცნობილი იყო, როგორც ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი. ნეტარ ორიგენეს (II – III სს.) სკვითების განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი. VIII – IX სს. ბიზანტიურ მწერლობაში ანდრია მოციქული პონტოს სამეფოს მქადაგებლადაა დასახელებული. მისი საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა ნიკიტა პაფლაგონიელს (IX ს.) ეკუთვნის. ამგვარად, ინფორმაცია წმ. ანდრია პირველწოდებულის საქართველოში მოღვაწეობაზე ბერძნულ მწერლობაში IX ს. II ნახევარში ჩნდება და საქართველოშიც აქედანაა შემოსული. X – XI სს. სწორედ, ამ წყაროზე დაყრდნობით, წმ. გიორგი მთაწმიდელი საქართველოს ეკლესიის დამფუძნებლად ანდრია მოციქულს მიიჩნევს და ანტიოქიის პატრიარქთან პაექრობის დროს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის უფლებას ამ ცნობაზე დამყარებით ამტკიცებს.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9