მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მრა მრე მრო მრწ

მროველი ლეონტი (XI ს.)

ქართველი ისტორიკოსი, რუისის მთავარეპისკოპოსი, ძველი საქართველოს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის სასულიერო იერარქი; ითვლება „ქართლის ცხოვრებაში“ შესული სამი ისტორიული თხზულების ავტორად, ესენია: „ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანცა მამათა და ნათესავთა“, „წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ და „წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელ იყო მეფე ქართლისა“. ზოგი მოსაზრებით, ლეონტი მროველი უფრო ადრეული ხანის ავტორია და მისი მოღვაწეობის დრო VIII ს-ით განისაზღვრება. 1957 წ. სოფ. თრეხვის (კასპის მუნიციპალიტეტი) ერთ-ერთ გამოქვაბულში აღმოჩნდა სწორკუთხად გათლილი მომწვანო ფერის ქვის მოგრძო სტელა, რომელზეც რელიეფურად გამოყვანილია ჯვარი, ხოლო ჯვრის მკლავებს შორის – 19 სტრიქონად ამოკვეთილი 1066 წ. თარიღიანი წარწერა, შესრულებული ნუსხა-ხუცურით: „მე, ლეონტი მროველმან, დიდითა მოჭირვებითა აღვაშენე ესე ქვაბი ხატისათვის ღმრთაებისა და დღესა ჭირისასა ნავთსაყუდელად რუისის საყდრისა შვილთათვის, ჟამთა შინა ალფარსლან სულტნისაგან ოხრობისათა. ქორონიკონსა სპვ“ – ეს წარწერა და მისი თარიღი ერთ-ერთი მტკიცე საფუძველია ლეონტი მროველის მოღვაწეობის XI ს-ით დათარიღებისათვის. ლეონტი მროველი ავტორია ისტორიული კონცეფციისა, რომლის თნახმად კავკასიის ხალხები ერთი საერთო წარმოშობის მოძმე ერებია და მათი მამამთავარია ბიბლიური თარგამოსი.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9