მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მურ მუხ

მურვან ყრუ // მახმედი (688 – 750 წწ.)

მურვან II // ომაიანთა დინასტიის უკანასკნელი ხალიფა, ომაინთა ნაცვალი ამიერკავკასიაში; სიჯიუტის გამო, არაბები მეტსახელად მარვან- ჯორს ეძახდნენ. ჰყავდა დიდძალი ლაშქარი და მთელი კავკასიის დაპყრობა შეძლო. 735 – 737 წწ., საქართველოს საბოლოო დამორჩილების მიზნით შემოესია ქვეყანას, ჯერ ქართლი ააოხრა, მერე დასავლეთ საქართველოში გადავიდა, არაბთა ჯარი ანაკოფიის ციხეს მიადგა, სადაც ერისმთავარი არჩილი და მირი იყვნენ გამაგრებულნი. ქართველებს ეხმარებოდა აფხაზეთის ერისმთავარი ლეონი. არაბებმა ციხე ვერ აიღეს და უკან დაბრუნდნენ. შეშინებული მოსახლეობა კი მთებში გაიხიზნა. ამის შემდეგ ქართლიდან მურვანი სამცხეში გადავიდა, ოძრხეს დაიბანაკა და ზეკარის გზით დასავლეთ საქართველოში შეიჭრა. არგვეთში მწვავე ბრძოლის შემდეგ მან ტყვედ იგდო არგვეთის მთავრები ძმები დავითი და კონსტანტინე, რომლებმაც არ მიიღეს მაჰმადიანობა. ამის გამო მურვანმა ისინი წამებით დახოცა. შემდეგ ეგრისის ქალაქები (განსაკუთრებით ციხეგოჯი) და სიმაგრეები დაანგრია, გადალახა „ზღუდე კლისურისა“, დაიპყრო ცხუმი და მიადგა ანაკოფიას. აქ მას ქართველებმა და აფხაზებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. მტერმა უკან დაიხია. სისასტიკისათვის ქართველებმა მურვან-ყრუ, ხოლო სომხებმა მურვან-ბრმა შეარქვეს.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9