მღვდელი, ეპისკოპოსისაგან ნაკურთხი ეკლესიის მსახური, სასულიერო ხარისხით ეპისკოპოსზე ნაკლები და დიაკონზე მეტი, იგივე ხუცესი. მას აქვს უფლება, შეასრულოს ყველა სახის ღვთისმსახურება და საეკლესიო საიდუმლო, გარდა მღვდლად კურთხევისა. მღვდელი სიმბოლურად გამოხატავს ზეციურ ძალას – სერაფიმს. მართლმადიდებელ ეკლესიაში მღვდლად ხელდასხმისათვის საჭიროა მამაკაცი იყოს დაქორწინებული, ამასთან, – პირველი ქორწინებით. დაქვრივებულ მღვდელს ეკრძალება მეორედ დაქორწინება. თუ მღვდლად ეკურთხება უცოლო მამაკაცი, მომავალში მას აღარ შეუძლია დაქორწინება. სულხან- საბა ორბელიანის განმარტების მიხედვით, მღვდელი არის „გამწმენდელი, გინა მფარველი“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]