სატახტო ქალაქი თბილისთან ახლოს; ლეგენდის მიხედვით, ქალაქი დააარსა ეთნარქმა მცხეთოსმა ძვ.წ. აღ- ის I ათასწლეულში. ძვ.წ. აღ-ის IV ს. კი მეფე ფარნავაზმა დედაქალაქად გამოაცხადა. V საუკუნის ბოლომდე მცხეთა ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. დედაქალაქის თბილისში გადასვლის შემდეგ კი კულტურულ და რელიგიურ ცენტრად ჩამოყალიბდა. ჩვენი წ. აღ-ის IV საუკუნის დასაწყისში მცხეთაში ქრისტიანობა იქადაგა წმ. ნინომ. ქალაქში მრავლადაა საეკლესიო სამონასტრო ნაგებობები: სვეტიცხოველის ხის ეკლესია (IV ს.), ქვის ბაზილიკა (V ს.), სამთავროს წმ. ნინოს ეკლესია (IV ს.), ქვის მცირე ეკლესია (VI ს), ანტიოქია (VII - VIII სს). განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქაში აშენდა დიდი ტაძრები: სვეტიცხოველი 1010 - 1129 წწ., სამთავროს საეკლესიო კომპლექსი XI ს. 30-იანი წლები. 736 - 738 წწ. არაბმა სარდალმა-მურვან ყრუმ ქალაქი დაარბია და არმაზციხე დაანგრია. XV საუკუნის დასაწყისში იგი თემურლენგმა ააოხრა. თანდათან მცხეთის მნიშვნელობა დაქვეითდა და ქართლის სამეფოს რუსეთთან შეერთები შემდეგ კი იგი დუშეთის მაზრის მცირე სოფელი იყო. მცხეთა ცალკე რაიონი 1930 - 34 წწ. გახდა, დღესდღეობით მას ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]