მა მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მღ მც მწ
მწვ მწი მწუ მწყ

მწვალებლობა

ბერძნ. „ერესი“

გაბატონებულ რელიგიურ დოგმათა საწინააღმდეგო მოძღვრება; ქრისტიანულ-სარწმუნოებრივი სწავლება, რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატებს. ანტიკური მწერლები „ერესს“ იყენებდნენ მოძღვრების, სკოლის მნიშვნელობით. ადრინდელი პატრისტიკის წარმომადგენლები მწვალებელს უწოდებდნენ ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც თავისუფლად, თვითნებურად განმარტავდა ქრისტიანულ დებულებებს. მოგვიანებით მწვალებლობა აღნიშნავდა ეკლესიის მიერ ოფიციალურად აღიარებული დოგმატებისაგან გადახვევას.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9