1. საღამოს ბინდი, შეღამება, შებინდება;
2. საღამოს ლოცვა. არსებობს ორი სახის მწუხრი: დიდი და მცირე. დიდი მწუხრი სრულდება დღესასწაულებისა და კვირა დღეების წინა საღამოს, მცირე მწუხრი კი – მხოლოდ ღამისთევის (საღამოს ლოცვის) წინ. მცირე მწუხრი, ასევე, აღესრულება ყოველდღე სადაგ (ანუ არასადღესასწაულო) დღეებში და ამიტომ იგიიწოდება ყოველდღიურ მწუხრად.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]