„მეცხვარე, ხოლო კაცთა მწყემსი – მღვდელი“ (სულხან-საბა ორბელიანი) _ მწყემსს უწოდებდნენ ადამიანთა წინამძღოლებსაც. საღვთო წერილში ასე მოიხსენიებიან მეფეები და მეთაურები; უმაღლესი მწყემსი არის ღმერთი; იესო ქრისტე კეთილი მწყემსია, რომელიც სიცოცხლეს სწირავს თავისი სამწყსოსათვის. სულიერი მწყემსია მღვდელი და მღვდელმთავარი. პროტესტანტულ ეკლესიებში კი ტერმინი „პასტორი“ (მწყემსი) კულტის მსახურს აღნიშნავს.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]